ბევრი შაქარი ტვინს ანადგურებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარება ტვინს ანადგურებს - ამის შესახებ ავსტრალიელმა სწავლულებმა განაცხადეს. მათ ექსპერიმენტები ჩაატარეს ლაბორატორიულ მღრღნელებზე, რომლებიც სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის წევრებს საკვებში დიდი რაოდენობით შაქრის სიროფს უმატებდნენ, მეორეს არ აძლევდნენ შაქარს და მუდმივად სტრესულ სიტუაციაში ამყოფებდნენ, ხოლო მესამე ჯგუფის თაგვები ტკბილსაც იღებდნენ და თან სტრესის ქვეშაც იყვნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ, პირველი და მეორე ჯგუფის ცხოველების ტვინში გარკვეული ცვლილებები დააფიქსირეს, ხოლო მესამე ჯგუფის თაგვებს ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაცია დაუდგინდათ, რაც მათ ფიზიოლოგიაზეც აისახა. მკვლევარები ასკვნიან, რომ საკვებში დიდი რაოდენობით შაქრის არსებობა სტრესივით მოქმედებს და სისხლში შესაბამისი ჰორმონების რაოდენობას ზრდის. ამის შედეგად, ხშირდება გულისცემა, ხოლო ტვინს გაძლიერებული რეჟიმით უწევს მუშაობა, რაც საბოლოოდ, ნერვული უჯრედების დაშლას იწვევს.