საუკუნეს მიღწეულებს ღვინოს ჩუქნიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიის ქალაქ ფრინურში, ადგილობივი ხელისუფლება ყოველ მცხოვრებს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდება, საჩუქრად 100 ბოთლ ღვინოს გადასცემს. 2000 წლის შემდეგ, იუბილარებს საჩუქრის არჩევისუფლება მიენიჭათ - ღვინის ნაცვლად, შეუძლიათ 1500 ფრანკი გაიღონ ქველმოქმედებისთვის, ან ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის. გასულ წელს, 27-მა დღეგრძელმა ადამიანმა უკვე მიიღო მთავრობისგან ასეთი საჩუქარი: ხუთმა მათგანმა ქველმოქმედება აირჩია, ორმა - სასაჩუქრე სერთიფიკატი, დანარჩენებმა - ალკოჰოლური სასმელი, რათა საუკუნოვანი დაბადების დღე ახლობლებისა და მეგობრების წრეში აღენიშნათ.