პრემიერი პირბადის არქონის გამო დააჯარიმეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაილანდის მინისტრთა კაბინეტის მეთაური, პრაიუტ ჩან-ოჩუ 190 დოლარით იმის გამო დააჯარიმეს, რომ მან შეხვედრა პირბადის გარეშე ჩაატარა. ამის დამადასტურებელი ფოტო პრემიერმა თავად გამოაქვეყნა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. თუმცა შეიტყო რა დაჯარიმების შესახებ, პოსტი მალევე წაშალა. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ტაილანდის 48 პროვინციაში, დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ შენობებში, ასევე, ღია სივრცეშიც. კანონდამრღვვებს 640 დოლარამდე ჯარიმა ელით. დღემდე ამ აზიურ სამეფოში, კოვიდით დაინფიცირების 60 000 შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული, 165 კი ლეტალური შემთხვევაა.