"მინდა ჩვენს ჯარს და პოლიციას მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა დავუდასტურო ჩვენს მინისტრებს და მათ უწყებებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მინდა ჩვენს ჯარს და პოლიციას მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა დავუდასტურო ჩვენს მინისტრებს და მათ უწყებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა. განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, ავტომობილები - ასეულობით ავტომობილი იქნა შეძენილი პოლიციელებისათვის, სრულად განახლდება ავტოპარკი.

„პოლიციის მიმართულებით მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ. მინდა ჩვენს ჯარს და პოლიციას მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა დავუდასტურო ჩვენს მინისტრებს და მათ უწყებებს. ჩვენ პოლიციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება დავიწყეთ, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, ავტომობილები - ასეულობით ავტომობილი შევუძინეთ ჩვენს პოლიციელებს, სრულად განახლდება ავტოპარკი. ასევე, შეიარაღების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები და განახლება მიმდინარეობს. ასევე, ჩვენ ვიწყებთ, რამდენიმე კვირაში ალბათ, დავიწყებთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას. ეს იქნება 1 100-ზე მეტი პოლიციელისთვის განკუთვნილი "პოლიციის ქალაქი" და 1 100-ზე მეტ პოლიციელს გადაეცემა აღნიშნული ბინები. ასევე, მინდა ვთქვა და მადლობა გადავუხადო პოლიციას, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წლის 11 თვის მონაცემებით არის უპრეცედენტოდ მაღალი, 60% არის გახსნის მაჩვენებელი და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს პოლიციას. ასევე, იცით, რომ ჩვენ ახლა დავასრულეთ სამი ახალი ვერტმფრენის შეძენა, ფრანგული ვერტმფრენების შეძენა, სახანძრო სამაშველო მანქანების და ვერტმფრენების შეძენაც მიმდინარეობს. სულ ჯამში წელს დამონტაჟდა 816 ვიდეო კამერა. დამონტაჟებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 230 ვიდეო კამერა. იცით, რომ ჯარის და პოლიციელთა ხელფასები 20%-ით გაიზრდება. სხვა ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა ჩვენ დავიწყეთ შარშან 10%-ით. 2023 წელს, ასევე, 10%-ით მოემატება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება მომდევნო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში”, - განაცხადა პრემიერმა.