"საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, საქართველო აგრძელებს ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები.

„ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ შარმ ელ-შეიხში ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მტკიცე ჩარჩოს შემუშავება გახდება. თუმცა, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებისა და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება,“- აღნიშნა პრემიერმა.