დედოფალ ელისაბედის ცხოვრება ფოტოკადრებში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედოფალმა ელისაბედ მეორემ მთელი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში გაატარა. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მან მონარქიის მნიშვნელობა და მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. სწორედ ამიტომ გულწრფელად გლოვობს მის გარდაცვალებას. ჩვენ შევეცდებით მისი ცხოვრება სურათების დახმარებით გავიხსენოთ.

ელისაბედ ალექსანდრა მერი ვინდძორი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. ის იორკის ჰერცოგის ჯორჯისა და მისი ცოლის ელისაბედის პირველი შვილია. 

ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძა, უელსის პრინცი ედუარდი ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი. 

 ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.

 

ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე . 1936 წელს ის ელისაბედის მამა ჯორჯ VI-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელისაბედი შოტლანდიაში უსაფრთხოდ იმყოფებოდა, მაგრამ ლონდონში დაბრუნდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ოფიციალურად პირველად მიმართა ხალხს. მან განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი კარგად დამთავრებულიყო.

ელისაბედი მძიმე პერიოდში ხალხს ეხმარებოდა ისე  როგორც შეეძლო. ამ პერიოდში ის უარს არ ამბობდა ემუშავა მუშად და მექანიკოსადაც კი.

1947 წლის 20 ნოემბერს ელისაბედი და ფილიპი დაქორწინდნენ, რომელიც ედინბურგის ჰერცოგი გახდა. ისინი ერთმანეთის შორეული ნათესავები იყვნენ და პირველად შეხვდრისას, ელისაბედი 13 წლის იყო. მეორედ შეხვედრის შემდეგ კი მათ შორის აქტიური მიმოწერა დაიწყო, რის შემდეგაც შეუყვარდათ ერთმანეთი. 

 1948 წელს წყვილს პირველი შვილი, ჩარლზი შეეძინა. 1950 წელს კი მეორე შვილი ანა დაიბადა.

 1952 წლის 6 თებერვალს ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ. მეფე ჯორჯ VI ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ელისაბედი სასწრაფოდ დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით. 

ელისაბედი ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს,ხოლო მისი კორონაცია 1953 წლის 2 ივნისს შედგა. ის სულ რაღაც 25 წლის იყო.

კორონაციის შემდეგ ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე ბუკინგემის სასახლის აივნიდან მესალმა მოსახლეობას.

1957 წელს დედოფალმა მოსახლეობას პირველად მიმართა შობის დღეს, რაც ტელევიზიით გადაიცა. ამის შემდეგ ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა და ბევრი ბრიტანელისათვის ამ დღესასწაულის საყვარელი ნაწილი გახდა.

 

დედოფალი ელისაბედი თავის საყვარელ კორგებთან ერთად. მას ბავშვობიდან უყვარდა შინაური ცხოველები, მათ შორის ცხენები. მან ძალიან კარგად იცოდა ჯირითი.

 

1969 წელს  პრინცმა ჩარლზმა დედოფლისგან ოფიციალურად მიიღო უელსის პრინცის სამეფო ნიშნები. ის ტახტის მემკვიდრე 3 წლის ასაკში გახდა, თუმცა დიდი ხნით გადადებული გრანდიოზული ცერემონია დედოფლის დაჟინებით ჩატარდა. მისი თქმით, ამ ცერემონიით ჩარლზს ბოლომდე უნდა გაეაზრებინა დაკისრებული პასუხისმგებლბა. 

 

1969 წლის ვინძორის ოჯახის პორტრეტი. დედოფალი ელისაბედი, პრინცი ფილიპი და მათი ოთხი შვილი: პრინცესა ანა, პრინცი ჩარლზი, პრინცი ედუარდი (უკანა ფონზე) და პრინცი ენდრიუ (მშობლებთან ერთად)

 

1977 წელს დედოფალმა იზეიმა ვერცხლის ანუ კორონაციიდან 25 წლისთავი.

1981 წლის 29 ივლისს პრინცი ჩარლზი დიანა სპენსერზე დაქორწინდა. სამეფო ქორწილს ესწრებოდა ევროპის სამეფო სახლების მრავალი წარმომადგენელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე ნენსი რეიგანი. 

 

1992 წლის საშობაო მიმართვაში დედოფალმა ელისაბედმა გავლილ წელს "annus horribilis" ანუ საშინელი წელი უწოდა. სწორედ ამ წელს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი მისი სამი შვილის განქორწინების შესახებ და ვინძორის სასახლეში ხანძარი გაჩნდა.

1997 წელს გარდაიცვალა პრინცესა დიანა, რომელიც საზოგადოებას ძალიან უყვარდა. მოსახლეობა აკრიტიკებდა დედოფალს იმის გამო, რომ მძიმე პერიოდში არ ჩნდებოდა კამერების წინ და არ ესაუბრებოდა ხალხს. მალევე ელისაბედი ბუკინგემის სასახლის წინ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა. 

 

 2000 წელიც ძალიან მძიმე აღმოჩნდა დედოფლისთვის, რადგან 7 კვირის დაშორებით გარდაიცვალა დედოფლის დედა და მისი და, პრინცესა მარგარეტი.

 

4 ივნისს დედოფალმა გადაიხადა ოქროს ანუ 50 წლისთავი, რომელსაც მილიონობით ადამიანი დაესწრო. 

 

2005 წლის აპრილში ჩარლზი დაქორწინდა კამილა პარკერ-ბოულზზე. ისინი მანამდე დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს და სასიყვარულო ურთიერთობაში იყვნენ 1970-იანი წლებიდან.

 

დედოფლისთვის ერთ-ერთი ბედნიერი დღე იყო 2011 წლის 29 აპირილი როდესაც პრინცი უილიამი დაქორწინდა კეთრინ მიდელტონზე. სურათზე ასახულია წყვილის რევერანსი დედოფლის წინაშე.

 

 

2016 წლის ივნისში დედოფალს ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად სამეფო ოჯახის სხვა წევრები შეუერთდნენ. ის 90 წლის გახდა. 

 

დედოფალის ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა. მისი შვილიშვილი პრინცი ჰარი 2018 წლის 19 მაისს დაქორწინდა მეგან მარკლზე. სურათზე მათი შვილი არჩისთან შეხვედრაა ასახული. 

 

2021 წლის აპრილში გარდაიცვალა დედოფლის მეუღლე ფილიპი, რომელმაც მასთან ერთად 60 წელზე მეტი გაატარა. 

 

დედოფალს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი დარჩა.