თუთიყუშმა პატრონის ბრილიანტები გადაყლაპა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინციდენტი ტაილანდში მოხდა. თუთიყუში „ფროსტის“ პატრონმა აღმოაჩინა, რომ მის ძვირადღირებულ ყელსაბამს 21 ბრილიანტი აკლდა. ძვირფასი ქვები იქიდან ქალბატონის საყვარელმა ფრინველმა ამოკენკა და გადაყლაპა. თუთიყუში პატრონის ზარდახშაში ჩაძვრა და ყელსაბამი „გაძარცვა“. ცოტა ხნის შემდეგ, ფროსტი დასუსტდა და საკვებზეც უარს ამბიბდა. მზრუნველმა პატრონმა ის ვეტერინართან წაიყვანა, სადაც მას რენტგენი გადაუღეს. ქალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სურათზე მძივების მსგავსი ობიექტები აღმოაჩინეს. ფრინველს სასაწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი კუჭიდან ბრილიანტები ამოიღეს და პატრონს დაუბრუნეს. „ქურდ“ თუთიყუშს კი ვეტკლინიკაში ერთი კვირით დარჩენა მოუწევს, ვიდრე ჭრილობა არ შეუხორცდება.