ატამი სიბერეს ებრძვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულები აცხადებენ, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ყველაზე ჩვეულებრივი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ხილიც დაგეხმარებათ. კერძოდ, ასეთ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ატამი გპირდებათ. გადაჭარებების გარეშე, შეგვიძლია, ამ ხილს ვუწოდოთ სუპერ-პროდუქტი, არაჩვეულებრივი თვისებების გამო. მკვლევარებმა ადრეც შეისწავლეს სხვადასხვა ხილი იმის გამოსავლენად, რამდენად შეუძლიათ არა მხოლოდ ადამიანის დანაყრება, არამედ, გაახალგაზრდავებაში დახმარებაც. ცნობილი გახდა, რომ ამ მხრივ ყურადღება ატამს უნდა დავუთმოთ. ეს უგემრიელესი ხილი შეუცვლელია კულინარაიასა და კოსმეტოლოგიაშიც კი. მედიკოსები გვიმტკიცებენ, რომ სიბერეს ყველაზე უკეთ ატამი ებრძვის. თუ ამ ხილს სწორად გამოვიყენებთ კოსმეტოლოგიაში, კანის გაახალგაზრდავების უძლიერეს ეფექტს მივიღებთ.  გარდა ამისა, ატამი შეუცვლელია პილინგის დროსაც, ძირითადი კომპონენტის რანგში. ხილი მეტად წვნიანი და საკმარისად ტკბილია, მისი ზეგავლენით, კანი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიგლუვესა და სინაზეს. ატმის რბილობი კი გაჯერებულია ნივთიერებათა კომპლექსით, რომელიც კანს კვებავს და მის ჰიდრობალანსს იცავს. ამის წყალობით, ნაოჭები მაქიმალურად გვიან ასაკში ჩნდება. გარდა ამისა, ატამი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, იცავს გულის დაავადებებისგან, ეფექტიანად ეხმარება ადამიანს დეპრესიული და სტრესული სიტიაციების გადალახვაში. ატმის რეგულარულად მირთმევისას, ტვინიც კი უკეთესად მუშაობს.