12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას პარლამენტი დღეიდან იწყებს - რომელი ოპოზიციური პარტიები შეხვდებიან შალვა პაპუაშვილს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღის 12 საათზე პარლამენტში დანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც სწორედ დღეიდან იწყება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მსჯელობა. საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება შეხვედრაზე ყველა დეპუტატს შეეძლება. 12 პირობის შესასრულებლად იგეგმება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დაიწყებს ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

"ჩვენ უკვე შევუდექით იმ გეგმის შესრულებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნება შეხვედრა, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავის ხედვებს გააცნობენ იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა დაგვიდო 12 საკითხის სახით," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის : 

კოლეგებისგან განსხვავებით, დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე დასწრების გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე დღეა მიღებული აქვთ "გირჩს", "მოქალაქეებსა" და გიორგი გახარიას პარტიას.

სამივე პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის პირველ ადგილზეა, ყველა მხარის ჩართულობაა აუცილებელი.

"არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა შესრულდეს. ეს ყველაფერი იქნება განხილვის საგანი. ამოცანა არის ის რომ 12-ვე პუნქტი შესრულდეს იმდაგვარად, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი ამოცანა ეს არის და მე ამ პარლამენტში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ," - განაცხადა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.