პროფესიონალი უსაქმური გამდიდრდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტოკიოს მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი პროფსიონალი უსაქმური გახდა და ამით 280 ათას დოლარზე მეტი იშოვა. 2018 წელს, სეძი მორიტიმომ გამომცემლობაში მუშაობა მიატოვა და საქმიანობის სფეროს შეცვლა გადაწყვიტა. „მოგაქირავებთ საკუთარ თავს - ადამიანს, რომელიც არაფერს აკეთებს. გიჭირთ, დამოუკიდებლად მაღაზიაში შესვლა? არ გყოფნით მოთამაშე გუნდში? გინდათ, თქვენს ნაცვლად, ადგილი ვინმემ დაიკავოს? ელემენტარული რაღაცების გარდა, არაფრის კეთება შემიძლია, - დაწერა ახალგაზრდამ „ტვიტერში“.

თავიდან მომსახურებას კლიენტებს უფასოდ სთავაზობდა, მაგრამ ცოტა ხანში იმდენი მსურველი გამოუჩნდა, რომ გადაწყვიტა, ფიქსირებული ტარიფი დაედგინა და შეკვეთების რაოდენობა შეეზღუდა. 10 ათას იენად (96 დოლარი), რასაც მგზავრობის და კვების ხარჯი ემატება, მორიტიმო მზადაა, „ჭამოს, დალიოს და მარტივი პასუხები გაგცეთ“. სამიოდე წლის განმავლობაში, მას 3 ათასზე მეტი კლიენტი ჰყავდა და დაახლოებით, 288 ათასი დოლარი იშოვა, გამოაქვეყნა წიგნი საკუთარ კარიერულ გზაზე და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. მას სხვადასხვა მიზნით ქირაობენ - უმრავლესობას მარტოობის გახალისება სურს, ზოგს, უბრალოდ, მსმენელი სჭირდება. მორიტიმო კლიენტებს დაჰყვება სადილებზე, განქორწინების პროცესებზე, იღებს ფოტოებს ინსტაგრამისთვის, პარკებში დასდევს პეპლებს. იაპონელი დაქორწინებულია, აქვს სამეცნიერი ხარისხი ფიზიკაში.