ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასი აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის სწავლულებმა, პირველად მსოფლიოში, ადამიანის სისხლის მიკროპლასტიკით დაბინძურება აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ნაწილაკებს შეუძლიათ სხეულში გადაადგილდნენ და ორგანოებზე დაილექონ. მკვლევარებმა 22 ანონიმი დონორის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს და 17 მათგანში 0.0007 მმ ზომის პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს. ნიმუშების ნახევარი იმ პლასტმასს შეიცავდა, რომელიც ჩვეულებრივ, სასმელისთვის განკუთვნილი ბოთლებისთვის გამოიყენება, მესამედში ნახეს პოლისტიროლი - მას პროდუქტების შესაფუთად იყენებენ. ნიმუშების მეოთხედში კი პოლიეთილენი ნახეს, რომლისგანაც ცელოფნის პაკეტებს ამზადებენ, ასევე იყო ნიმუშებიც, რომლებიც ერთდროულად ორი ან სამი სახის პლასტმასს შეიცავდა.