ყავაზე მომუშავე სახლი ააშენეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბევრ ადამიან ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. ახლა კი ასეთი სახლიც გაჩნდა - ვერც ის იფუნქციონირებს ამ არომატული სასმელის გარეშე, რადგან „ყავის ბატარეებზე“ მუშაობს. სახლის ავტორია კომპანია New Frontier Tiny Homes-ა, ბიოტექნოლოგიურ კომპანია Blue Marble Biomaterials-თან ერთად. სახლის გათბობისა და ენერგოუზრუნვეყოფისთვის, ყავის ნალექისგან მიღებული ბიოსაწვავი გამოიყენება. 3.7 ლიტრი ასეთი საწვავის მისაღებად, 77 კილოგრამი ნალექია საჭირო. ბიოსაწვავზე მომუშავე სახლი სულ 25 კვ.მეტრის ფართისაა. მის დიზაინზე მსახიობმა ოლივია უაილდმა იმუშავა. ამ პატარა სახლში არის სამზარეულო, საძინებელი ადგილი და აბაზანაც. სამზარეულო ყველა საჭირო მოწყობილობითაა აღჭურვილი.