მსოფლიოს რომანტიკული ქალაქები დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკულმა კომპანია WeThift-მა, მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ქალაქების სია შეადგინა. რეიტინგის სათავეში ლონდონი აღმოჩნდა, მეორე ადგილი პარიზს ერგო, მესამეზე კი ბარსელონა გავიდა. ექსპერტებმა ქალაქები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს - რესტორნების, პარკების, სპა-სალონების, ღირსშესანიშნაობების, შეყვარებულებისთვის განკუთვნილი სასტუმროების რიცხვისა და ქალაქის ჰეშტეგით, „ინსტაგრამ“-პოსტების რაოდენობას ითვლიდნენ. ყველაზე რომანტიკული ქალაქების სრული სია კი ასე გამოიყურება: ლონდონი, პარიზი, ბარსელონა, ტოკიო, ნიუ-იორკი, რომი, სტამბული, მოსკოვი, დუბაი, სინგაპური, მადრიდი, პრაღა, ბანგკოკი, ფჰუკეტი და ლოს-ანჯელესი.