დიეტური გაზიანი სასმელი ყველაზე მავნეა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის სხეულისთვის ყველაზე მავნე საკვები პროდუქტი გამოავლინეს - ეს დიეტური გაზიანი სასმელია. ამ პროდუქტმა, რომელიც შაქრის შემცვლელებს შეიცავს, ამერიკის გულის ასოციაციის ექიმების ყურადღება მიიპყრო. ისინი ამბობენ, რომ ეს სასმელი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ კვების რაციონიდან, რადგან დიეტური „გაზიროვკა“ საკმაოდ ზრდის ინსულტისა და ჭკუასუსტობის განვითარების რისკებს.

კარდიოლოგების თქმით, დღის განმავლობაში, ამ „უშაქრო“ სასმელის თუნდაც ერთი ქილის დალევით, ადამიანი სამჯერ ზრდის ინსულტისა და 2.9-ჯერ გონებასუსტობის განვითარების რისკებს. ცნობილია, რომ დიეტურ სასმელებში, შაქრის ნაცვლად, ხელოვნურ დამატკბობლებს, მაგალითად, ასპარტამს იყენებენ. ადამიანის სხეულში, ეს ნაერთი იშლება ფენილალანინილად, ასპარტამის მჟავად და მეთანოლად, რომლებიც ტოქსიკურია ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, შესაძლოა, ასპარტამი დაგროვდეს თავის ტვინში და ნეირონების ანომალიური აქტიურობა გამოიწვიოს.