ფასტფუდი იმუნურ სისტემას ანგრევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელი სწავლულების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ „ფასტფუდი“ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი იმუნური სისტემის მუშაობას არღვევს. ბონის უნივერსიტეტის ექსპერტების თქმით, იმუნური სისტემა ისევე რეაგირებს მაღალკალორიულ და დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველ მავნე პროდუქტებზე, როგორც ბაქტერიულ ინფექციებზე და ორგანიზმის დაცვას ააქტიურებს. ერთი შეხედვით, თითქოს, ეს კარგია, მაგრამ გამუდმებით ასეთი დაძაბული მდგომარეობა იწვევს ანთებას, რაც შესაძლოა, ისეთი დაავადებების განვითარების მიზეზი გახდეს, როგორიცაა დიაბეტი და ათეროსკლეროზი. გარდა ამისა, იმუნური სისტემა მაშინაც კი აგრძელებს ანალოგიურად მოქმედებას, როცა ადამიანი კვების ჯანსაღ რაციონზე გადადის. ეს იმას უკავშირდება, რომ თანდაყოლილ სისტემას თავისებური მეხსიერება აქვს.