ნიუ-იორკში ახალი ღირსშესანიშნაობა გაჩნდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს უდიდეს მეგაპოლისში ახალი, სულისშემძვრელი  ღირსშესანიშნაობა გაჩნდა. ცათამბჯენ One Vanderbuilt-ზე, 300 მეტრის სიმაღლეზე, დასათვალიერებლი მოედანი გაიხსნა, რომელსაც გამჭვირვალე იატაკი აქვს. მოედანი შენობის ბოლო ოთხ სართულს იკავებს. მის ერთ ნაწილში ინსტალაციაა, რომელიც რამდენიმე სარკისებურ ოთახს აერთიანებს. ყველაზე გაბედულებისთვის კი ორი გამჭვირვალე ლიფტია, რომლებიც ცათამბჯენის გარეთა მხრიდან მოძრაობს. დასათვალიერებელი მოედანი სულ მალე გაიხსნება, ბილეთის ღირებულება კი 39 დოლარი იქნება.