იუნესკოს სიიდან ლივერპული ამოიღეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ქალაქი ლივერპული ამოიღო. მიზეზი იმ თვისებების საბოლოო დაკარგვაა, რაც ობიექტის უნივერსალურ ღირებულებაზე მიუთითებდა. ობიექტი, სახელწოდებით, „ლივერპული - მეზღვაურებისა და ვაჭრების ქალაქი“, სიაში 2004 წელს მოხვდა. მასში შედიოდა ისტორიული ცენტრისა და ლივერპულის პორტის ტერიტორიაზე მდებარე ექვსი ნაკვეთი. 2012 წელს, ისინი განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფ ობიექტთა ჩამონათვალში მოხვდა კომპლექსის - Liverpool Waters მშენებლობის გამო. კომიტეტმა ჩათვალა, რომ ეს პროექტი ობიექტის მთლიანობასა და ნამდვილობას აზიანებს.