თამბაქოს კვამლით გაჟღენთილი ავეჯი კიბოს იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასეთი დასკვნა შემოგვთავაზეს ამერიკელმა მეცნიერებმა, ბერკლის ეროვნული ლაბორატორიიდან. მათი თქმით, ეს ადამიანის გენომში შეღწევის გზით ხდება. „მესამე გზის მოწევა“ - ეს კვამლია, რომელიც სახლის ავეჯში შეიწოვება. შედეგად, ასეთმა პროცესმა, შესაძლოა, სასიკეთი პირობები შექმნას სიმსივნური წარმოანქმნების განსავითარებლად, რაც აღწევს ადამიანის გენომში და მის დარღვევას იწვევს. მეცნიერ-მუშაკები ამტკიცებენ, რომ ავეჯიდან ანაორთქლთან მოკლეხნიანი კონტაქტის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში ცოცხალი უჯრდები კვდებიან და დნმ-ის სტრუქტურაც იცვლება. მსგავსი მოვლენის შედეგი, შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადება იყოს. სპეციალისტები გვირჩევენ, თავიდან მოვიშოროთ ავეჯი, რომელიც მთლიანად სიგარეტის კვამლითაა გაჟღენთილი.