ცხინვალის რეგიონში, გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, სკოლები და საბავშვო ბაღები იხურება

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გრიპის და ვირუსული ინფექციების განსაკუთრებით ბავშვებში გავრცელების გამო, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კარანტინი ცხადდება.

ზნაურის რაიონში ბავშვების ავადობის გამო სკოლა 18 დეკემბრამდე დახურეს. დახურულია ჯავის სკოლა-ინტერნატიც. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ აცნობა. მისივე თქმით, ჯავის რაიონში საბავშვო ბაღიც დახურულია, ხოლო ცხინვალის მე-15 საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფში კარანტინი გამოცხადდა. ვირუსული ინფექციების გამო გასულ კვირას ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის საბვშვო ბაღიც დახურეს. ცხინვალის რამდენიმე სკოლაში ცალკეული კლასებიც დახურულია.

მარინა კოჩიევას განცხადებით, სანიტარული სამსახურების მიერ კიდევ რამდენიმე სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დახურვა მიმდინარე კვირაში იგეგმება. სანიტარული სამსახურის მთავარი ექიმის განცხადებით, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა აკონტროლებს ვითარებას და ჯერჯერობით გართულებების გარეშე გვარდება პრობლემები. მისი თქმით, ეს არის სეზონური ვირუსული ინფექციები და გრიპის ვირუსი. გარდა ამისა, ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მშობლებს მოუწოდებენ, რომ გაციების და ინფექციების კლინიკური ნიშნების აღმოჩენისას შვილები ბაღებსა და სკოლებში არ გაუშვან.