პირველად საქართველოში, მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
პირველად საქართველოში, მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა.
პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
ციფრული სწავლების პლატფორმა მოიცავს საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებს.
ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას. იზრდება სწავლების ხარისხი და ეფექტიანობა, რაც, ამავე დროს, ხელს შეუწყობს პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.