"მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობასა და ტრადიციებში მონაწილეობის მიღების და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის" - ულრიკ თიდესტრომი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობასა და ტრადიციებში მონაწილეობის მიღების და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის-
ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

“ვიმყოფებოდი რთველში მააიკე ვან კოლდამსა და სხვა კოლეგებთან - ელჩებთან ერთად. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას საქართველოს სოფლის მეურნეობასა და ტრადიციებში მონაწილეობის მიღების და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის”,-წერს ელჩი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.