თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალეთნიკური საზოგადოებით, ის ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს - ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისობის საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც შეკრებილებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად თბილისობის აღნიშვნა. მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ და გითხრათ რაოდენ საამაყოა და ბედნიერებაა, რომ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული, უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანა. დედაქალაქი თბილისი არის მართლაც გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალეთნიკური საზოგადოებით, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის უნიკალურ მაგალითს ტოლერანტობის. ჩვენთან ამ ქალაქში, მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა თუ ეროვნების წარმომადგენლები, ყოველთვის სიყვარულით თანაცხოვრობდნენ. ეს შექმნა ამ საოცარმა დედაქალაქმა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.