ენერგიის დაზოგვის მიზნით, ესკალატორებს თიშავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში, ბერლინის ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ესკალატორების გათიშვა გადაწყვიტეს. ეკონომიას განათებასა და ესკალატორებზე ვაკეთებთ, ვცდილობთ, დიდად არ გავაწვალოთ კლიენტები, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც რამდენიმე სავაჭრო ცენტრს მართავს. ასეთ ღონისძიებებს უკვე მიმართეს ელექტრონიკის მაღაზიებში - Saturn, ECE -ს სავაჭრო ქსელსა და Galeria Karstadt-ში. ამ გზით ენერგიის დაზოგვას გეგმავს მაღაზიათა ქსელი IKEA-ც. გარდა ამისა, ეელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, ბერლინის ხელისუფლება აპირებს, შუაღამის შემდეგ, განათება გამორთოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბრანდერბურგის ჭიშკართანაც.