100 წლის ქალბატონი დაბადების დღეზე დააპატიმრეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიელმა პოლიციელებმა 100 წლის ქალბატონი იმიტომ დააკავეს, რომ მისი ოცნება აესრულებინათ. ჯინ ბიკენტონს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საუკუნოვანი იუბილე აღნიშნა, კანონი არასდროს დაურღვევია. თუმცა, ყოველთვის ოცნებობდა, დაკავებულის როლში აღმოჩენილიყო. იუბილეზე, მოხუცებულთა სახლის თანამშრომლებმა მისთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტეს და სამართალდამცავები გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა ქალს დაბადების დღე მიულოცეს და ხელებზე ბორკილები დაადეს. პოლიციელების თქმით, როცა მხცოვანი ქალის სურვილის შესახებ შეიტყვეს, მის ასრულებაში დახმარება გადაწყვიტეს. წესრიგის დამცველები მოხარულები არიან, რომ იუბილარი ასე გააბედნიერეს.