ორცხობილა ბანანის ქერქისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მკვლევარებმა ბანანის ქერქისგან ფქვილი გააკეთეს და ის ცომში დაამატეს. მისგან მომზადებული ორცხობილა ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო გამოდგა, ვიდრე ხორბლის ფქვილისგან. ქერქისგან ფქვილის მისაღებად, სწავლულებმა მწიფე ბანანის ნარჩენები გაახმეს და დაფქვეს. ამ ფქვილის, კარაქის, რძის, შაქრისა და პურის ფქვილისგან მოზელილი ცომით დააცხვეს ორცხობილები. აღმოჩნდა, რომ ბანანის ქერქის ფქვილი მდიდარი ყოფილა უჯრედისით, მაგნიუმით, კალიუმით, ანტიოქსიდანტებითა და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით.