ხმელთაშუა ზღვა ძალიან „გაცხელდა“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხმელთაშუა ზღვის ტემპერატურამ, თელ-ავივიდან ფრანგულ რივიერამდე, გნებავთ, ბარსელონამდე, ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბა. ამის გამო, იღუპებიან ცხოველები, მცენარეები და სხვა ორგანიზმები. მაგალითად, მაიორკასა და სარდინიაზე, მარჯნის რიფები და სხვა წყალმცენარეები კვდებიან. მაღალი ტემპერატურა ხელს უშლის აკვაფერმებში ხამანწკების მოშენებასაც. ჯერ კიდევ 2015-2019 წლებში, სიცხის ტალღები ნეგატიურად აისახა ხმელთაშუა ზღვის 50 სახეობაზე და ხშირ შემთხვევაში, მათი მასობრივი სიკვდილი გამოიწვია. ოკეანოლოგების თქმით, ხმელთაშუა ზღვის მესამედი ნაწილი ადამიანებისგან უნდა იყოს დაცული, რათა იქაური ეკოსისტემები აღდგეს.