რა დარღვევები გამოვლინდა დიასპორულ პროექტებში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

 

 

 არამიზნობრივად გახარჯული სახელმწიფო სახსრები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა

 

მაკა რუხაძე

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დიასპორის პროექტებით დაინტერესდა. ესაა ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2017-2021 წლებს მოიცავს . აუდიტის მიზანია სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი რეკომენდაციების გაცემა. აუდიტი განხორციელდა ერთადერთი მიზნით - სახელმწიფო მაკონტროლებლებს შეესწავლათ, რამდენად უზრუნველყოფილია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ინტერესების განხორციელების შესაძლებლობა და რამდენად გამოიყენება ქვეყნის განვითარებისთვის დიასპორის პოტენციალი. აუდიტის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017-დან 2021 წლამდე, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განახორციელა შემდეგი პროექტები: „ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“; პროექტი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „მაღალპროფილური დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პროექტი“; პროგრამა „მომავლის ბანაკი“; „დიასპორის დღე“; საგრანტო პროგრამა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“; „უცხოეთში არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტების განხორციელებასა და დაგეგმვაში აუდიტორებმა მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინეს.

 

ხარვეზები პროექტების დაგეგმვაში

ვიდრე დარღვევებს განვიხილავთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. ამისთვის, სახელმწიფო აუცილებლობად მიიჩნევს ქართულ დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის ჩამოყალიბებას, რომელიც თანამემამულეებისთვის სახელმწიფოს შესაძლებლობების ფართო ხელმისაწვდომობას, ხოლო საქართველოსთვის - სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. ამის მისაღწევად, აუცილებელია მიგრაციის პოლიტიკის სწორად და ეფექტიანად განსაზღვრა, რაც სრულყოფილად უნდა აისახოს ყოველწლიურ საოქმედო გეგმებსა და განსახორციელებელ პროგრამებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა პროგრამა „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის შესახებ“, რომლის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება. ამ პროგრამას ახორციელებს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ დეპარტამენტს განხორციელებული აქვს მხოლ დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და სამრევლოების გამოკითხვა, რომელთა საჭიროებები განსხვავდება დიასპორის ცალკეული წარმომადგენლის საჭიროებებისგან; არ არის მითითებული პროგრამის მოქმედების, შესრულებისა და მისაღწევი შედეგის ვადები; დეპარტამენტს არ განუხორციელებია ისეთი მოქმედებები, როგორებიცაა პროექტების ეფექტიანობისა და მიღწეული შედეგების გაზომვა და შეფასება, რაც აუცილებელია დიასპორის საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვისა და შესრულებისთვის“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევები საჭიროებების შესახებ, დიასპორული პროექტების ეფექტიანად დაგეგმვისათვის არსაკმარისი, ვინაიდან გამოკითხულია მხოლოდ დიასპორული ორგანიზაციები − საკვირაო სკოლები და სამრევლოები, რომელთა საჭიროებები დიასპორის ცალკეული წარმომადგენლის საჭიროებებისგან განსხვავდება. შედეგად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს, რამდენად სრულყოფილად მოიცავდა ან რამდენად ეფექტიანად მართავდა დიასპორის საჭიროებებს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ეს აქტივობები.

 

არასაკმარისი წვდომა დიასპორულ პროგრამებზე

„ახალგაზრდა ელჩებისა“ და „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამების საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესის თანახმად, გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები მოიცავდა კონკურსანტის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასებას. პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ეფუძნებოდა კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტების, გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას, ხოლო შეფასების დასაბუთებული შედეგი უნდა ასახულიყო კომისიის სხდომის ოქმებში.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ კომისიის სხდომის ოქმებში არ არის ასახული კომისიის მიერ,თითოეული კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგები. შესაბამისად, ვერ მივიღეთ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, როგორც დაფინანსებული, ისე უარყოფილი კონკურსანტების შემთხვევებზე - რა მსჯელობებს ეყრდნობოდა კომისია. ასევე, ნაკლოვანებები აღინიშნება საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესშიც. კერძოდ, არ იყო დადგენილი, რა ქულით უნდა შეფასებულიყო ესა თუ ის კრიტერიუმი“.

გარდა ამისა, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის“ პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების მართვა მიმდინარეობდა გარკვეული ხარვეზებით. კერძოდ, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმებში არ იყო ასახული კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგები.

„ამასთან, საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ ჰქონდა დადგენილი შესაბამისი ქულები. შესაბამისად, ვერ მივიღეთ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, რა მსჯელობებს ეყრდნობოდა კომისია,როგორც დაფინანსებული, ისე უარყოფილი კონკურსანტების შემთხვევებზე.

 

არაეფექტიანად განხორციელებული პროექტები

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, კერძოდ,ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა; პროექტს - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; მაღალპროფილური დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პროექტს; პროგრამა - „მომავლის ბანაკი“; პროექტს - დიასპორის დღე; საგრანტო პროგრამა - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“; უცხოეთში არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ რიგ შემთხვევაში, ვერ ხორციელდებოდა პროექტში გამარჯვებულთა მიერ, მიმდინარე ხელშეკრულების პირობების შესრულების ქმედითი და ეფექტიანი კონტროლი. რამდენიმე შემთხვევაში, დეპარტამენტ სრულად არ დაუანგარიშებია და არ გამოთხოვიინფორმაცია კონკურსანტების მიერ დასაბრუნებელთანხებზე, რაც კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე მიუთითებს. 2020 წელს, დეპარტამენტის მიერ განხორციელებული „ახალგაზრდა ელჩების“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 25 კონკურსანტზე გაიცა 175 000 ლარი.ჩატარებული აქტივობების შესახებ, პროგრამის მონაწილე ბენეფიციარების მხოლოდ ნაწილმა წარადგინა ანგარიშები და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რამაც სრული თანხის - 175 000 ლარის მხოლოდ 21% შეადგინა. კონკურსანტების დარჩენილმა ნაწილმა სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა აუთვისებელი გრანტი - 137 999 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2019-2020 წლებში, დეპარტამენტის მიერ განხორციელებული „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 73 ბენეფიციარი მონაწილეობდა, რომლებმაც ჯამში - 1 316 955 ლარი მიიღეს. აქედან, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, ერთ ბენეფიციარს არ წარუდგენია შესრულებული სამუშაოს ანუ 20 140 ლარის ანგარიშები. 2020 წელსაც მხოლოდ ერთმაბენეფიციარმა არ წარადგენია 14 300 ლარის ანგარიშები.

„აუდიტის შედეგად ირკვვევა, რომ „ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ მონაწილე კონკურსანტთა უმეტეს ნაწილს - 72%-ს, გამოუყენებელი თანხა გადარიცხული აქვს ბიუჯეტში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ოთხი დღის დაგვიანებით, ხოლო ორ შემთხვევაში, თანხის დაბრუნება დაგვიანებულია 13-დან 22 დღემდე. სინამდვილეში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, თანხები ბიუჯეტში დაგვიანებით ჩაირიცხა; „ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ კონკურსანტთა მიერ წარდგენილი ანგარიშები არ შეესაბამება საკონკურსო განაცხადებში მითითებულ სამოქმედო გეგმებს, ხოლო დაგეგმილი ღონისძიების შეცვლაზე, რიგ შემთხვევებში, შეთანხმება წარდგენილი არ არის.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტში არსებული კონტროლის მექანიზმებს სრულყოფა ჭირდება, ვინაიდან ორ შემთხვევაში შესრულებულ სამუშაოთა დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის წარდგენილი, ხოლო რიგ შემთხვევებში, დიასპორის წარმომადგენლებს შორის, სათანადოდ არ გავრცელებულა ინფორმაცია დეპარტამენტის საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე.

შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას - შეაფასოს განხორციელებული პროექტებით მიღწეული შედეგები და საგრანტო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევებზე,კონკურსანტებისგან დროულად გამოითხოვოს გაცემული საბიუჯეტო სახსრები.

 

რეკომენდაციები

ხარვეზების გამოვლენის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტორებმა გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა უნდა შეასრულოს. კერძოდ, დიასპორის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პროექტების განსახორციელებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, მიგრაციის სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით უნდა ჩაატაროს კვლევები, რომლის საფუძველზე,დიასპორის წევრების საჭიროებებს და გამოწვევებსშეისწავლის. რაც მთავარია, უნდა შეაფასოს უკვე განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა და მომავალი პროექტების ბიუჯეტი ჩატარებული კვლევებისა და პროექტების შეფასების შედეგების გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს.

გაცემული გრანტების სათანადოდ განკარგვის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გრანტების გაცემის პროცესში მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობის პრინციპი.

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობის გასაზრდელად, მიზანშეწონილია, რომ დეპარტამენტმა გააძლიეროს მის ხელთ არსებული კონტროლის მექანიზმები, რომებიც დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კოორდინაციით,ბენეფიციართა მიერ მიღებული გრანტების მიზნობრივად ხარჯვ შეუწყობს ხელს და შედეგების გადამოწმების შესაძლებლობასაც შექმნის.