მიკროტალღური მაცივარი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა სწავლულებმა სწრაფი გაციების ახალი მეთოდი მოიფიქრეს - მათ მიკროტალღური მაცივარი შექმნეს. ჯერჯერობით, ის მხოლოდ მოლეკულებს აციებს. აპარატი მცირე ზომის მეტალის ყუთს წარმოადგენს, რომლის შუაშიც ვენტილატორის ძრავის მსგავსი მოწყობილობა დგას. ეს ძრავა ქმნის მიკროტალღურ ველს. ამ მაცივარმა ექსპერიმენტებისას შესანიშნავი შედეგები აჩვენა. სულ რაღაც წამის მესამედში, მის შიგნით ტემპერატურამ  -273.15 გრადუსი აჩვენა. ცდებისას, სწავლულები ნატრიუმისა და კალიუმისგან შემდგარ გაზს აციებდნენ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს გამოგონება ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში გამოუსადეგარი იქნება. თუმცა, ასეთი საყინულე მეცნიერებს საშუალებას მისცემს, მატერიის ახალი სახეობები შექმნან.