კაცმა სამსახურის საშოვნელად გარეგნობა შეიცვალა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

26 წლის ვიეტნამელი მამაკაცი ირწმუნება, რომ საკუთარი გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის საშუალებით რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც გასაუბრებებზე მხოლოდ დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლი ხდებოდა. სოციალურ ქსელში ახალგაზრდამ ფოტოები გამოაქვეყნა და ყველა შოკში ჩააგდო, იმდენად დიდი აღმოჩნდა განსხვავება „ძველსა“ და „ახალს“ შორის. მამაკაცი ამბობს, რომ ამ განსხვავების მისაღწევად, მას ცხრა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რაც 17 400 დოლარი დაუჯდა. ის ამჟამად საიგონში ვიზაჟისტად მუშაობს, თუმცა მანამდე, როგორც თავად აცხადებს, სამსახურს ვერ შოულობდა. გასაუბრებებზე მისულს, გარეგნობის გამო დასცინოდნენ. ოპერაციის შემდეგ კი, სახლში დაბრუნებული, მშობლებმაც ვერ იცნეს. ახალგაზრდა ვიეტნამელი გარდასახვით კმაყოფილია და ამბობს, რომ მისთვის ეს აუცილებელი იყო, თავი  ძლიერად და თავდაჯერებულად რომ ეგრძნო.