კომპენსაცია - წვეულებაზე დაუპატიჟებლობის გამო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიან ალბიონზე, ქალმა საკუთარ კოლეგებს იმის გამო უჩივლა, რომ ის წვეულებაზე არ დაპატიჟეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, 51 წლის რიტა ლეერი კაზინოში მოლარედ მუშაობდა. ქალის თქმით, მას თანამშრომლები ყოველთვის თავს არიდებდნენ, როს გამოც, მუდმივად სტრესში იყო. სასამართლოზე რიტამ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, სამსახურში წვეულება მოაწყვეს, რომელიც ოფიციალური ღონისძიება იყო, ის კი არ დაპატიჟეს. არადა, ღონისძიების დეტალებს მისი თანდასწრებით განიხილავდნენ. აღმოჩნდა, რომ ლეერი ერთადერთი თანამშრომელი იყო, ვინც არ დაპატიჟეს. განაწყენებულმა ქალმა სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაწერა და კოლეგებს სასამართლოში უჩივლა - ასაკობრივ და რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი. სასამართლომ რიტას მხარე დაიკავა და დაადგინა, რომ კომპენსაციის სახით, კოლეგებმა მას 74 114 გირვანქა სტერლინგი უნდა გადაუხადონ.