ძაღლი პატრონს სიცოცხლეს უხანგრძლივებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანის ოთხფეხა მეგობრები დადებითად მოქმედებენ პატრონების ჯანმრთელობაზე. ამერიკელი სწავლულების მტკიცებით, მათ სიცოცხლის გახანგრძლივებაც კი შეუძლიათ. სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სახლში ძაღლის ცხოვრება, პატრონების ნაადრევ სიკვდილს 25%-ით ამცირებს. ამ დასკვნამდე სწავლულები ათწლიანი ექსპერიმენტის შედეგების შესწავლით მივიდნენ, რომელშიც 3.8 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

განსაკუთრებით სასარგებლოა ოთხფეხა მეგობრის ყოლა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გულსისხლძაღღვთა დაავადებები აქვთ - მათი სიკვდილიანობის რისკი 31%-ით მცირდება. შინაური ცხოველები პატრონებს ეხმარებიან, დაძლიონ სტრესი, მარტოობა, გაიუმჯობესონ ფსიქიკური ჯანმრთელობა. ძაღლის ყოლა ფიზიკურ აქტივობასაც ითვალისწინებს - მას გასეირნება სჭირდება და შედეგად, პატრონი მეტ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე.