ლუდი და მეხსიერება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუკი ინგლისელებს დავუჯერებთ, რომლებმაც ერთდროულად რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს სხვადასხვა სახის ლუდზე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მეხსიერების დაკარგვისა და გონებასუსტობის მიზეზი ეს ქარვისფერი სასმელია. მკვლევარების ცდებში 5 ათასი მამაკაცი და 2 ათასი სუსტი სქესის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 65 წლამდე იყო. შედეგად, ბრიტანელმა სწავლულებმა დაასკვნეს, რომ ლუდი არა მხოლოდ მეხსიერების დარღვევას იწვევს, არამედ, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებსაც აქვეითებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ტვინის ქსოვილებში, ნეგატიურ პროცესებს წარმოშობს.

ექსპერიმენტების შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ ამ ქარვისფერი სითხის მიღების დღიური დოზა, სულ რაღაც, 35 გრამია. თუ ამ ნიშნულს გადავაჭარბებთ, თავის ტვინის ქერქში იწყება დამანგრეველი პროცესები. მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ლუდის მოყვარულებს 6 წლით ადრე ეწყებათ მათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ამ სასმელს.