ისრაელში, ფერმერმა გიგანტური მარწყვი მოიყვანა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელში, ერთ-ერთმა ფერმერმა ყველაზე დიდი წონის მარწყვი მოიყვანა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. როგორც „როიტერი“ წერს, კენკრა ზაჰი არიელის ფერმაში გაიზარდა და მისი წონა 289 გრამს შეადგენდა, რაც ადგილობრივი ჯიშის მარწყვის წონაზე 5-ჯერ მეტია. ნაყოფის სიგრძე 18 სანტიმეტრი იყო, გარშემოწერილობა კი 34 სანტიმეტრს შეადგენდა. რეკორდის დაფიქსირების შემდეგ, უზარმაზარი მარწყვი თავად ფერმერმა მიირთვა. სპეციალისტები კენკრის გიგანტურ ზომას ამინდს უკავშირებენ. 2021 წელს, უჩვეულო სიცივის გამო, მარწყვის მომწიფების პროცესი ნელა მიმდინარეობდა, რის გამოც მას წონაში მატების საშუალება მიეცა. ყველაზე დიდი მარწყვის წინა რეკორდი კი იაპონელ ფერმერს ეკუთვნის - 2015 წელს, მისი მოწეული კენკრის წონა 250 გრამი იყო.