ჩუსტები ვეგანებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრანგულმა ბრენდმა Rombaut, უცნაური ფეხსაცმელი გამოუშვა ვეგანებისთვის - „შლოპანცები“ კომბოსტოთი. იდეის ავტორია, მეთ რომბეუთი. ის ამერიკელი მოდელის, ბელა ჰადიდის საყვარელი დიზაინერია. მეთი დიდი ხანია მცენარეულ დიეტაზეა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, სპეციალურად ვეგანებისთვის მიეძღვნა ფეხსაცმელი. ერთი წყვილი ასეთი კომბოსტოიანი „შლოპანცი“ 100 დოლარი ეღირება. წინასწარი შეკვეთით, მსურველი სულ 50 წყვილ ასეთ ფეხსაცმელს მიიღებს მწვანე კომბოსტოთი. თუმცა, დიზაინერის თქმით, სულ მალე, მყიდველებს წითელი კომბოსტოს ჩუსტებითაც გაახარებს.