თრობისგან სიფხიზლის აბი დაგიცავთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა დაასრულეს პრეპარატის გამოცდა, რომელიც ადამიანის თავის ტვინს ალკოჰოლის ზემოქმედებისგან იცავს. ახალი პრეპარატი არა მხოლოდ უკვე მიღებული სპორტიანი სასმელის ნეიტრალიზაციას ახდენს, არამედ სპობს კიდეც ნაბახუსევის შეგრძნებას. გამოგონების ავტორები იელის უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან. თუ ადამიანი აბებს ალკოჰოლის დალევამდე მიიღებს, აღარ დათვრება და სხვადასხვა ტესტებს ისეთივე წარმატებით დაძლევს, როგორც ჩვეულებრივ, ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დროს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი პრეპარატი საშუალებას მისცემს მედიკოსებს, წარმატებით შეებრძოლონ თრობის პრობლემას და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასაც.