დაუნის სინდრომიანი მოდელი ბრენდის სახეა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

24 წლის სოფია ჟირაუ, დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელია, რომელიც Victoria’s Secret-ის სახე გახდა. პუერტო-რიკოელმა სოფიამ, სხვა 17 მოდელთან ერთად, ბრენდის Love Cloud-ის კოლექცია წარადგინა, რომელიც ყველა ტიპის ქალზეა გათვლილი. კამპანიის სახეებად Victoria’s Secret-მა განსხვავებული ასაკის, კანის ფერისა და სხეულის ფორმების მქონე დამწყები და პროფესიონალი მოდელები შეარჩია. ჩვენებაში პირველი ტრანსგენდერი მოდელი - ვალენტინა სამპაიოც იყო ჩართული, რომელიც ბრენდის სახე 2019 წელს გახდა.

„ამ დღეზე ვოცნებობდი, ბევრი ვიშრომე და ოცნებაც ამიხდა. დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელი ვარ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს სოფია ჟირაუ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.