ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ გაეროს მეთვალყურე სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება სთხოვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაეროს მიმართავს აფხაზეთს მიენიჭოს "მეთვალყურე" სახელმწიფოს სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.
"მეთვალყურე" სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების თხოვნით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა გადასცა გარეოს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ალექსეი ბორისოვს.
ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ ეს ოკუპანტი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის მცდელობაა, რაც იტალიაში საქართველოს საელჩოს სისუსტეს უსვამს ხაზს.
„საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება” - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმად ოფიციალური იტალია დეპუტატ დალ'ოსოს მიერ გამართულ ღონისძიებას, რომელზეც აფხაზეთის საკითხი განიხილეს, ემიჯნება და პასუხისმგებლობას დეპუტატს აკისრებს.