კალორიებს პირში დაგითვლიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მეცნიერებმა ტაფტსის უნივერსიტეტიდან, კბილის, ეგრეთ წოდებული, მრიცხველი შექმნეს, რომელიც კალორიებსაც დაითვლის და საკვების შემადგენლობასაც გააანალიზებს. მოწყობილობა აკონტროლებს საჭმელში გლუკოზის, მარილის, სპირტისა და სხვა ნივთიერებების რაოდენობას. გადამცემის ზომა, დაახლოებით, 2 მილიმეტრია. ის სამი ფენისგან შედგება და ღრუბლის („გუბკის“) პრინციპით მოქმედებს. ასე, ქვედა ფენა მიკრონაწილების აბსორბირებას ახდენს. ზედა ორი ფენა კი ინფორმაციას აწვდის მოწყობლობას, რა პროდუქტები მიირთვა ადამიანმა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ეს გამოგონება კვებითი ქცევების შესწავლაში დაეხმარება, ასევე, გამოიკვლევენ სხვადასხვა დიეტების გავლენას ორგანიზმის მდგომარეობაზე. პერსპექტივაში, სიახლე, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვისაც გამოიყენონ.