ხურმა რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონიაში, აიტის პრეფექტურაში, ორი ხურმა 4.8 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. საუბარია ტენკაფუბუს ჯიშის ხურმაზე, რომელიც პირველად, 2016 წელს შემოვიდა. მის გამოყვანაზე სელექციონერები 11 წელი მუშაობდნენ. ვინ შეიძინა ამ რეკორდულ ფასად ორი ცალი ნაყოფი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ვაჭრობას ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ ამ ხურმაზე მარტო თვალის შევლებითაც კი, შეიძლება, ადამიანმა თავი მდიდრად იგრძნოსო. სპეციალისტების თქმით, ამ ჯიშის ხურმის სიძვირე მისი წარმოუდგენელი სიტკბოთია განპირობებული - თუ ჩვეულებრივ ხურმაში შაქრის შემცველობა 15-16 გრადუსს შეადგენს, ამ ელიტურ ხილში ის 18 გრადუსს აჭარბებს.