მობილური უნიტაზზე ბინძურია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მობილური ტელეფონები შვიდჯერ უფრო ბინძური ყოფილა, ვიდრე უნიტაზების დასაჯდომები. სმარტფონების ზედაპირი სავსეა სხვადასხვა სახის პათოგენებით, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, აბერდინის უნივერსიტეტიდან. მათ ოფისებში მომუშავეებზე ჩაატარეს კვლევები. აღმოჩნდა, რომ მათი 40% საპირფარეშოში ტელეფონით ხელში მიდის. სპეციალური მიკროსკოპების საშუალებით, რომლებსაც გასაკუთრებული ნათება აქვთ, მკვლევარებმა შეისწავლეს სმარტფონებისა და უნიტაზის დასაჯდომების ზედაპირები და გასაოცარი შედეგი მიიღეს - მიკრობების დონე გაცილებით მეტი იყო ტელეფონის ზედაპირზე. გარდა ამისა, უამრავი მავნე მიკროორგანიზმი აღმოჩნდა სმარტფონების ბუდეებშიც, განსაკუთრებით, ხელოვნური ტყავისა და პლასტიკატისგან დამზადებულში.