ეკო-პლასტმასა შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელმა სწავლულებმა ეკოლოგიურად სუფთა, უნიკალური პლასტმასი შექმნეს. ბიოდეგრადირებადი მასალა ორაგულის სპერმისა და მცენარეული ზეთისგან მზადდება. სპეციალისტებმა თევზის სპერმის დნმ-ის ორი მოკლე ჯაჭვისა და ზეთისგან დამზადებული ქიმიკატის შერწყმა შეძლეს. ამ შემთხვევაში, მცენარეული ზეთი ერთგვარი „წებოს“ როლს ასრულებს. ამ კომბინაციის შედეგად, სწავლულებმა რბილი კონსისტენციის მასალა მიიღეს, რომელიც ჰიდროგელს წარმოადგენს. ამის შემდეგ, გელი ფორმებში იდება და იყინება. ეს ხელს უწყობს პლასტმასისგან ზედმეტი ტენიანობის მოცილებას. გაგრილების შემდეგ მიღებული მასალა პლასტმასის კონსისტენციას იღებს.