რომელი პროდუქტები იწვევენ უძილობას

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძილის სურვილი შეიძლება გაგიქრეთ, თუკი თქვენს რაციონში ბევრი ისეთი პროდუქტია, რომლებიც რაფინირებულ ნახშირწყლებს შეიცავენ, _ განაცხადეს სწავლულებმა კოლუმბიის უნივერიტეტიდან. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ნახშირწყლების რეგულარული მოხმარება, მაგალითად, ნამცხვრების, თეთრი პურის, კარტოფილისა და ბრინჯის, სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს. როცა შაქრის დონე სწრაფად იზრდება, ამაზე ორგანიზმი რეაგირებს და ინსულინს გამოყოფს. შედეგად, შაქრის დონის დაქვეითებამ, შეიძლება, ჰორმონების გამოტყორცნა გამოიწვიოს, როგორიცაა კორტიზოლი და ადრენალინი. ეს ჰორმონები ძილის დარღვევას იწვევენ. ამ დასკვნების გასაკეთებლად, მკვლევარებმა 50-ათასზე მეტი მანდილოსნის მონაცემები გააანალიზეს. სწავლულები იმედოვნებენ, რომ კვლევების შედეგები მედიკოსებს დაეხმარება, ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდები მოძებნონ პაციენტების უძილობისგან განსაკურნავად.