პირველი უნისექს-პრეზერვატივი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მალაიზიაში, მსოფლიოში პირველი უნისექს-პრეზერვატივი შექმნეს - მას გამოიყენებენ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცებიც. სიახლის ავტორი, გინეკოლოგი ჯონ ჩინია - კომპანია Twin Catalyst-დან, რომელიც სამედიცინო პროდუქციის მიწოდებითაა დაკავებული. პრეზერვატივს ერთი მხრიდან წებოვანი საფარი აქვს, რაც სასქესო ორგანოზე მიწებების საშუალებას იძლევა. ის პოლიურეთანისგან - დრეკადი და წყალგაუმტარი მასალისგანაა დამზადებული. სიახლეს Wondaleat Unisex Condom უწოდეს. მან უკვე გაიარა რამდენიმე კლინიკური ცდა და გაყიდვაში უკვე დეკემბრიდან გამოვა. ორპრეზერვატივიანი შეფუთვა 3.6 დოლარი ეღირება.