სანაიას სიმსივნე დაუდგინდა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრანგული მედია ჩვენთვის ძალზედ არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, კლუბ „როდეზის“ მცველს, 32 წლის ამირან სანაიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა, ჟან ოლივიე მურამ გააკეთა.

„ჩვენ მიმდინარე კვირაში გავიგეთ ეს ამბავი. ამირანმა პირველი ტესტი უკვე ჩააბარა და მომდევნო კვირაში, ტულუზაში, ახალ ტესტს ჩააბარებს. ჩვენი კლუბი მის გვერდითაა და გაიღებს ყველაფერს, რაც ამირანს დასჭირდება. ეს არის ბრძოლა სიცოცხლისათვის, სანაიას აქვს მეომრის ხასიათი. ის უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, სანაიამ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები „გაგრასა“ და „ზესტაფონში“ გადადგა. ის ახალგაზრდა ასაკში წავიდა უცხოეთში და სხვადასხვა დროს, „ლე მანში“, „ბასტიაში“, „ლუზენაკში“ და „ერბიეში“ თამაშობდა.