„გამოსაცვლელი“ აპლიკაცია ვიდეოკონფერენციებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პანდემიამ სწავლულებს ახალი გამოგონებებისკენ უბიძგა. ასე, მაგალითად, იაპონელებმა კამერისთვის სპეციალური აპლიკაცია შექმნეს, რომელიც თემატურად „გამოუცვლის“ ტანსაცმელს მომხმარებელს Zoom-ში, ვიდეოკონფერენციის დროს. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია, ეკრანის წინ პიჟამაში გამოწყობილიც კი დაჯდეს, სამაგიეროდ, მოვლილ-დავარცხნილი და საქმიანად ჩაცმული გამოჩნდება. საამისოდ, ვიდეოკამერის პარამეტრებში უნდა აირჩიოთ Xpression camera და ნებისმიერი გამოსახულება, რომლის გამოყენებაც გსურთ ვიდეოზარის დროს. პროგრამა არჩეულ გამოსახულებას რეალურ დროში აჩვენებს ადამიანის გამომეტყველების, ხმისა და მოძრაობების მიხედვით. გარდა საქმიანი სტილისა, შეგიძლიათ, ონლაინ-შეხვედრაზე ილონ მასკის ან საყვარელი თამაშის პერსონაჟის სახით წარსდგეთ. აპლიკაცია გამოდგება Twitch, Microsoft Teams და Coogle Meet-ში ზარებისთვის.