ჭრილობებისთვის სუპერ-წებო შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაზიანებული სისხლძარღვებისა და გულზე ჭრილობების წამებში „შეწებება“ შესაძლებელია - დაამტკიცეს ამერიკელმა და ჩინელმა სწავლულებმა. მათ განსაკუთრებული, ჟელესმაგვარი ნაერთი შექმნეს, რომელიც თითქმის მაშინვე აჩერებს სისხლდენას. არცერთ სხვა მეთოდიკას, რომელსაც დღეს პრაქტიკაში იყენებენ, არ შეუძლია ასე სწრაფად და ეფექტურად შეაჩეროს სისხლი, ჯერ კიდევ მფეთქავ გულში. მკვლევარებმა ცდები ღორებზე ჩაატარეს - მათი გული „დააწებეს“. ორი კვირის შემდეგ კი გახსნეს და გელის ვერავითარი „გაჟონვა“ ან რაიმე, სერიოზული ანთების კვალი ვერ აღმოაჩინეს. ქირურგიული ძაფებით ჭრილობის გაკერვა დიდ დროს მოითხოვს, სუპერწებო კი მეტად მოხერხებული და საიმედო საშუალებაა ჭრილობის ნაპირების შესაწებებლად. გელი ორი სახის ბოჭკოსგან - ცილა-კოლაგენისგან და ნახშირწყლებ-გლიკოზამინოგლიკანებისგან შედგება. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, გელი პოლიმერულ ძაფებად გადაიქცევა. მკვლევართა თქმით, მასალა აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ის არა მხოლოდ გულის, არტერიებისა და სისხლძარღვების „დასაკერებლად“ გამოიყენება, არამედ, ნებისმიერი სხვა ჭრილობისთვისაც გამოდგება.