ძროხებს საპირფარეშოში სიარული ასწავლეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ სრულებით შესაძლებელია, ძროხებს სპეციალური ტუალეტით სარგებლობა ასწავლო. დუმერსდორფის შინაური ცხოველების ინსტიტუტის სპეციალისტებმა,ცხოველებს მათთვის მოწყობილი საპირფარეშოთი სარგებლობა ასწავლეს - ამ ექსპერიმენტში 16 პირუტყვი მონაწილეობდა. ისინი ტუალეტში რიგრიგობით მიჰყავდათ და მოშარდვის შემთხვევაში, საკვებს აძლევდნენ. თუ ძროხები ტუალეტით დამოუკიდებლად სარგებლობდნენ, ისინი საკვებს კვლავ იღებდნენ, მაგრამ თუ სხვაგან მოშარდავდნენ, 3 წამის განმავლობაში, წყლით წუწავდნენ.

ამგვარი, ათდღიანი „სწავლების“ შემდეგ, 16-დან 11 ძროხა, 75% შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიდიოდა საპირფარეშოში. მკვლევარების თქმით, ეს სერიოზული ნაბიჯი იქნება გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში, რადგან ძროხის შარდი გრუნტთან რეაქციაში შედის და სათბურის ეფექტის მქონე აზოტის ქვეჟანგი წარმოიქმნება. ატმოსფეროში მოხვედრილი გაზების 10%-მდე, სწორედ საქონლის ფერმების „დამსახურებაა“. ასეთი ტუალეტების დანერგვით კი, ატმოსფეროში ამიაკის მოხვედრა 56%-ით შემცირდება.