სად შეიძლება აიკრძალოს "ფასტფუდი"

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიდერლანდებში, შესაძლოა, ფასტფუდი აიკრძალოს. სიმსუქნესთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის სულ ცოტა, ხუთმა ქალაქმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. სწრაფი კვების რესტორნების დაკეტვის მომხრეები არიან ამსტერდამის, როტერდამის, ჰააგის, უტრეხტისა და ედის ხელისუფლებაში. ამავე დროს, ჩინოვნიკები აღიარებენ, რომ პრობლემებს თავს ვერ აარიდებენ, რადგან ფასტფუდის ობიექტებში პროდუქტების შეტანის აკრძალვის საკითხი მეტად რთული იქნება, გარემოსდაცვითი კანონიდან გამომდინარე. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კვება - ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და მუნიციპალიტეტებსა და ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში. თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო საკითხის შესწავლას გეგმავს, რათა რეგიონებს უფრო მეტი უფლებები მიეცეთ და საკვები გარემოს გაჯანსაღებაში დახმარება შეძლონ.