ახალი სუნამო მამაკაცებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია Ford-ი, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ახალ სუნამოს სთავაზობს, რომელსაც ბენზინის არომატიც აქვს. როგორც გამოცემა „ფორბსი“ წერს, ელექტრომობილების მძღოლების დაახლოებით 70% აღიარებს, რომ ტრადიციულ, საწვავიან ავტომობილებზე უარის თქმის შემდეგ, ყველაზე მეტად ბენზინის სუნი ენატრებათ. სწორედ ასეთ მამკაცებზეა გათვლილი ახალი არომატიც სახელწოდებით - Mach-Eau. ამასთან, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი სუნამო ავტომობილების - Mach-E GT-ის გაყიდვაში დაეხმარებათ. სპეციალური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ პოპულარული არომატების სიაში, ბენზინმა ღვინისა და ყველის სასიამოვნო სუნებს გადაასწრო. ახალი სუნამოს შექმნაში კომპანიას ბრიტანული Olfiction დაეხმარა.