ქალიშვილი უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთის პროვინცია შანდუნში, მშობლებმა 13 წლის ქალიშვილი, ცუდი ყოფაქცევის გამო, უკაცრიელ კუნძულზე გაგზავნეს. გოგონა შემთხვევით მეთევზემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. მანამდე მოზარდმა კუნძულზე ორი დღე გაატარა და იძულებული იყო, გასათბობად, ღამით კოცონიც აენთო. სამართალდამცველებმა გოგონა სახლში მიიყვანეს და გაარკვიეს, რომ მშობლებმა ის განზრახ გაგზავნეს კუნძულზე - ცუდი საქციელისა და დაუმორჩილებლობისთვის. მათ არ მოსწონდათ, რომ ქალიშვილი გამუდმებით ჭამას ითხოვდა, არ ეხმარებოდა საშინაო საქმეებში, ცუდად სწავლობდა და ბოლოს საერთოდაც მიატოვა სკოლა. დედ-მამის თქმით, აღზრდის ასეთი მეთოდი აუცილებელია. ყველაფერი გავთვალეთ და შვილს წყლისა და საკვების მარაგიც გავატანეთო.